სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში - მოკლული 7 წლის ბიჭის მშობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.
კენჭოშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.
„ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ...რა ბიზნესი, რის კრიმინალი? ისეთი კეთილი ბავშვი იყო. ფიზიკურად შრომობდა. სწავლა დაამთავრა, თუმცა ხელობა ეხერხებოდა და ბიძაშვილებთან ერთად სამუშაოდ წავიდა. ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. მე ამ სპორტსმენებით ვამაყობდი, მაგათი დედებიც ძალიან მეცოდება. წარმომიდგენია რა დღეში არიან, მაგრამ რატომ მივიდნენ 27 წლის ბიჭთან ამხელა კაცები, ასეთი საშინელებებით?!"- აცხადებს გარდაცვლილის დედა.კენჭოშვილის დედა "ტვ პირველთან".
მასალის გამოყენების პირობები