"რატომ ცდილობთ თავიდან მოგვიშოროთ?" - ფეისბუქჯგუფი მედგიდი ისევ დაიბლოკა
საზოგადოება - 15:44, 19 Aug, 2021     2807

ფეისბუქჯგუფი მედგიდი კვლავ დაიბლოკა. პირველად ჯგუფი 9 აგვისტოს დაიბლოკა. როგორც მაშინ მედგიდის დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ამბობდა, ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის გამო დაბლოკეს.

ამავე დღეს, ჯაფარიძემ ახალი ჯგუფი გააკეთა, თუმცა დღეს facebook-ზე აღარც ის იძებნება.

"მეგობრებო! კიდევ ერთხელ მიწევს ვისაუბრო ძალიან მძიმე და მტკივნეულ საკითხზე!

მედგიდი ისევ გაქრა/გააქრეს!

ყველამ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ შევქმენით ახალი ჯგუფი, რადგან ჩვენს იმედზე მყოფი ადამიანები მარტო არ დაგვეტოვებინა. ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაღწია წევრების კოლოსალურ რაოდენობას (75,000-მდე ადამიანი) და დღეს ის ისევ გააქრეს!

გამორიცხულია, რომ ასეთ მოკლე დროში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, Facebook-ის მიერ გამქრალიყო ის, რაც მთელი ქვეყნის იმედია!

მე არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არც ის ვიცი, ვის რა უშავდება იმით, რომ უმოქმედო და სრულიად უნიათო სისტემის გვერდით ვდგავართ და ვიბრძვით ადამიანების სიცოცხლის(!) გადასარჩენად!

ამ უმძიმეს ვითარებაში, მედგიდი ერთადერთი ნათელი წერტილია და რა სამარცხვინოა, რომ შეუჩერებლად ცდილობენ ეს ნათელი წერტილიც გაუქრონ გამწარებულ, დაღლილ, ზურგშექცეულ და უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს!

ჯგუფის დაარსების დღიდან ჩვენ არავის ვებრძვით, პირიქით, ჩვენი დიდი წვლილი შეგვაქვს პანდემიის წინააღმედეგ ბრძოლაში! ჩვენი მიზანი არ არის ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია ვიდრე სრულიად ჯანდაცვის სისტემას! არასოდეს ვყოფილვართ ჩასაფრებულის პოზიციიდან, ჩვენ ჩვენი პლატფორმა მხოლოდ იმ მიზნით დავაარსეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების საკეთილდღეოდ.

და თქვენ? თქვენ რატომ აღგვიქვამთ კონკურენტებად და რატომ ცდილობთ თავიდან მოგვიშოროთ?

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ვისაც გეიმედებით და ვისაც დიდ ზიანს გაყენებენ ჩვენი დიდი ოჯახის "მედგიდის" გაქრობით, იცოდეთ, რომ არ დავნებდებდით და არ დაგტოვებთ მარტო! აუცილებლად დავბრუნდებით ან ძველი ან ახლადშექმნილი ჯგუფით!

თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა! თუმცა, ქვეყანაში სადაც უამრავი პრობლემის წინააღმდეგ ერთად უნდა ვიბრძოდეთ, უსაშველოდ სამწუხაროა, რომ ვიბრძვით იმისათვის, რომ სახელმწიფოს გვერდით დავუდგეთ და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ჩვენი წვლილის შეტანის საშუალება მოგვეცეს! თუმცა, ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ფაქტი ერთია, რომ მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენ არაადეკვატურ ბრძოლაში ვართ! ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხალხისთვის, ვისაც დედა, მამა, შვილი, ბებია, ბაბუა ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი და ახლო პირი "უკვდება" და თქვენ ვერაფერს აკეთებთ ამის შესაჩერებლად! - წერს სოფო ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42