თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაელოდებიან.
"12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დიწყო, ტარდება ფაიზერის, მოდერნას ვაქცინით. ასევე, ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო სინოფარმის ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დავიწყოთ, რაც ძალან მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, ეპიდემიის შესაჩერებლად ყველა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად იყოს მოცული". - ამბობს გაბუნია.
მისი თქმით, 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სკოლებში აცრა სავალდებულო არ იქნება.
"ვაქცინაცია სავალდებულო არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება". - ამბობს გაბუნია.
მასალის გამოყენების პირობები