კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს. მომხმარებლებს კომპანია ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის,Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს,სადაც ის კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს. ამ ბრენდების ერთობლიობა თავისთავად უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს , ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტების მიმართ მომხმარებლებში დიდ ნდობას უკვე წლებია იმსახურებს.
რა ორთოპედიულ პროდუქტებს გვთავაზობს “ახალი ხედვა”?
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს ორთოპედიული მიმართულებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მაღაზიებში ორთოპედიული პრობლემებისთვის განკუთვნილი ფიქსატორების, სუპინატორებისა და წელის ქამრებისა და კორსეტების შეძენაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად ორთოპედიულ სამედიცინო ნივთებს შორისაა ორთოპედიული ბალიში, რომლსაც მომხმარებლები ეფექტურად იყენებს მგზავრობის, ძილის, მუშაობისა თუ კისრისა და წელის ტკივილის დროს.
„ახალი ხედვის“ ფილიალებში ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი ორთოპედიული ფიქსატორები. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● სხივ-მაჯის ფიქსატორები - უზრუნველყოფს სხივ-მაჯის იმობილიზაციას.გამოიყენება მოტეხილობის,ამოვარდნილობის,მყესის დაჭიმულობის ან მაჯის არხის სინდრომის დროს.მაჯის მანჟეტები კი იცავს სახსარს დამატებითი დაზიანებისგან სპორტული აქტივობებისა და ფიზიკური დატვირთვის დროს.
● მხრის ფიქსატორები - გამოიყენება ართრიტის, ართროზის, მხრისა და წინამხრის მოტეხილობისა ან ამოვარდნილობის შემთხვევაში. მისი ტარება მხრის კუნთებისა და მყესების დაზიანება/დაჭიმვის დროსაც ეფექტურია.
● იდაყვის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც ფიზიკური დატვირთვის დროს იდაყვის სახსრის დასაცავად,ასევე ტრავმების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.
● მუხლის ფიქსატორები - სხვადასხვა ტრავმის,მყესების,იოგების და მენისკის დაზიანების და ართრიტის დროს გამოიყენება. ის იცავს მუხლის სახსარს დაზიანებისგან და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს.
● კოჭის ფიქსატორები - ართრიტის,მოტეხილობის,ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში ინიშნება. აქილევსის მყესის გაწყვეტისას კონსერვატული და პოსტოპერაციული მურნალობისთვის კი სპეციალური ორთეზი, ე.წ “ბუთი” გამოიყენება.
● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები- გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახრის დაზიანების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში სარეაბილიტაციოდ.
● წელის კორსეტები და ხერხმელის ქამრები - გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციების,მალთაშუა დისკის თიაქრის,ოსტეოქონდროზის, მოტეხილობისა და სხვა სამედიცინო დანიშნულებით,როგორც პროფილაქტიკის,ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.
როდის არის საჭირო ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება?
ორთოპედიული პროდუქტები ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს მდგომარეობის შემსუბუქებასა და მკურნალობის პროცესში ეხმარება. მაგალითად, ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მას ძირითადად სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით ნიშნავენ. ორთოპედიულ ბალიშებს წელისა და კისრის დაჭიმულობის დროს იყენებენ,ის ადამიანებს სხეულის სწორად დაფიქსირებაში ეხმარება. წელის კორსეტები და ქამრები კი იდეალურია სხეულის ამ ნაწილში ტკივილისა და დატვირთვის შესამსუბუქებლად და სხვადასხვა დაზიანების მკურნალობისთვის. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციითაც გამოიყენება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.akhalikhedva.ge
მასალის გამოყენების პირობები