თელავის რაიონულ სასამართლოში ოლიმპიური ჩემპიონის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ადვოკატებმა 50 ათას ლარის ოდენობის გირაოს შუამდგმლობა დააყენეს. გარდა ამისა, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ზვიადაურს თავდებში უდგებიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტი ავთო ჭრიკიშვილი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
"თავს არ ვცნობ დამნაშავედ" - ამის შესახებ პროცესზე ზურაბ ზვიადაურმა თქვა.
ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ დაღუპული ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.
მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები