იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს აღკვეთოს ექიმის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც კულუმბეგოვის განმარტებით, უხეში ჩარევაა სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში.
კულუმბეგოვის თქმით, აღნიშნული ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში.
ამის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც "ნიუპოსიტი" უცვლელად გთავაზობთ:
"მესტია, UNICEF! p.s. სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში ! საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳", - წერს კულუმბეგოვი.
მასალის გამოყენების პირობები