მარინა ბერიძე ,,კვირის პალიტრასტან“ ინტერვიუში მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს:
,,მე ვერავინ ამიკრძალავს ამა თუ იმ მომღერალზე ჩემი აზრი მქონდეს და ეს არაფერს წყვეტს. მე პირადად ბევრად მირჩევნია ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო გავაკეთო, ვიდრე ეკა კვალიაშვილის. ამის გამო შეიძლება ვინმე მეჩხუბოს?! ეკა კვალიაშვილი არ არის ჩემი გემოვნების მომღერალი. ნატო მეტონიძე არის, ლიზა ბაგრატიონი, ბევრი სხვა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკა კვალიაშვილმა არ უნდა იმღეროს?! მე ვიღაც მომწონს, ვიღაც არა და არ მაქვს ხალხნო, ამის უფლება?! რა გავაკეთო, ხომ არ შემიძლია მაგათსავით უღირსად ვიხავლო, ვიკივლო, ვიწივლო?! გია ყანჩელი რომ უფრო მოწონს ვიდრე ჯემალ სეფიაშვილი, ან ნანი ბრეგვაძე რომ მირჩევნია ეკა კვალიაშვილს, ამის გამო უნდა მომაჭრან ხელები და ფეხები?! ამიხსნას ვინმემ რა ხდება. არსებობს ბეთჰოვენი და არსებობს მოცარტი. ჩემთან უფრო ახლოს მოცარტია და ბეთჰოვენმა უნდა მიჩივლოს?!“- აცხადებს მარინა ბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები