12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდიდ, შემოდგომაზე დაიწყება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას ელოდება.
გამყრელიძის თქმით, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლის დასკვნის საფუძველზე მიიღო 12 წლიდან ზემოთ მოზარდების აცრა.
"ცრიან, ძირითადად, "ფაიზერით“ და "მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია.
ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრებს,"- განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები