ბოკერიას სახელობის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი ორსული აცრილი არ იყო.
იგი აცხადებს, რომ თავდაპირველად ქალის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა 13 აგვისტოდან ის დამძიმდა.
"სამწუხაროდ, ქალბატონო არ იყო აცრილი და ამან თავისი საქმე გააკეთა, ცუდი როლი ითამაშა. თავდაპირველად, შემოსვლისას, შეფასდა როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ დელტა შტამი აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმეებში. რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას გაუჭირდა სუნთქვა და გახდა ჟანგბადდამოკიდებული. 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგონას დავხმარებოდით ხელოვნური ვენტილატორით. რამდენიმე დღე მოხდა დასტაბილურება, მაგრამ სამწუხაროდ, 13 აგვისტოს გადავიდა რეანიმაციაში და ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება", - ამბობს ვაჩაძე.
მასალის გამოყენების პირობები