თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, მიიჩნევს, რომ "ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი".
თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ისევ გაგრძელდება, საქართველოს ჯანდაცვა ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლებს.
"დღეს 7000 ჰოსპიტალიზებულია და საწოლფონდი, ყველა რესურსის მობილიზაციის შემდეგ, არის 8000. ეს არის უზარმაზარი საწოლფონდი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნები ამის მიახლოებულ მობილიზაციასაც ვერ აკეთებდნენ, მაგრამ ყველაფერს აქცევს საზღვარი. რომ გაგრძელდეს ეს კიდევ ერთი-ორი კვირა, მაშინ ჩვენი ჯანდაცვაც კი ვერ გაუძლებს. ამიტომ, წინასწარ იქნა მიღებული პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტლები. ეს იმისთვის, თუ აქტიური პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება.
დღემდე კოვიდპაციენტების უპრეცენდენტოდ გაზრდილი ნაკადი, - 52 ათასი აქტიური პაციენტი იმართება კლინიკური სექტორის მიერ, სერიოზული ჩავარდნებისა და ხარვეზების გარეშე. არცერთი პაციენტი ჯერ არ დარჩენილა ხარისხიანი და დროული მომსახურების გარეშე და არცერთი პაციენტი, რომელსაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, არ დარჩენილა ამის გარეშე. ცალსახად ვაცხადებ, რომ აქტიური პაციენტების ამაზე გაცილებით ნაკლებ რაოდენობას, ნახევარ რაოდენობასაც კი, ვერ მართავდნენ ასე გამართულად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, - აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ. საქართველოს ჯანდაცვამ გამოიჩინა არაჩვეულებრივი მდგრადობა, რაც არ უნდა თქვან ოპონენტებმა, ჩასაფრებულმა ადამიანებმა. ამაზე მეტ გამოცდას, რომ გაუძლოს ჩვენნაირი შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და თუნდაც არაშეზღუდული ეკონომიკური შეზღუდვების რესურსების ქვეყნებმა, ამის პრეცენდენტი ჯერ მსოფლიოში არ ყოფილა.
საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება. თამამად ვაცხადებ, ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი, მაგრამ ეს არ არის უსაზღვრო. შეიძლება დადგეს მომენტი, რომ ჯანდაცვის სექტორის რესურსი ამოიწუროს. დღეს 7000 ჰოსპიტალიზებულია და საწოლფონდი, ყველა რესურსის მობილიზაციის შემდეგ, არის 8000. ეს არის უზარმაზარი საწოლფონდი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნები ამის მოახლოებულ მობილიზაციასაც ვერ აკეთებდნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. რომ გაგრძელდეს ეს კიდევ ერთი-ორი კვირა, მაშინ ჩვენი ჯანდაცვაც კი ვერ გაუძლებს. ამიტომ, წინასწარ იქნა მიღებული პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტლები. ეს იმისთვის, თუ აქტიური პაციენტების რიცხვი კიდევ უფრი მეტი იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები