ცხვირის ოპერაციის ფოტოების უნებართვოდ გავრცელებისთვის ექიმი 1000 ლარით დაჯარიმდა
საზოგადოება - 15:18, 17 Aug, 2021     1386

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისცნობით, პაციენტის ცხვირის ოპერაციის ფოტოების სოციალურ ქსელში უნებართვოდ განთავსებისთვის ექიმი 1000 ლარით დაჯარიმდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

"საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პაციენტმა (განმცხადებელმა), სამედიცინო ისტორიის გახსნისას, კლინიკის მიერ მისი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში განთავსებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ოპერაციის ჩატარებამდე, იმავე გზით (წერილობით) უარი თქვა ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე.

ექიმის მიერ ვერ იქნა დასახელებული პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. იგი აპელირებდა პაციენტის (განმცხადებლის) თავდაპირველ თანხმობაზე, რომლის საფუძველზეც მისი ფოტოსურათები შეინახა კომპიუტერის იმ საქაღალდეში, სადაც განთავსებული ჰქონდა იმ პაციენტების ფოტოსურათები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათი ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე. ამასთან, ექიმის განმარტებით, პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებზე თანდართული ტექსტი არ მიემართებოდა კონკრეტულად ამ პაციენტს და იგი იყო ცხვირის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სტანდარტული სამედიცინო-სამეცნიერო-პოპულარული აღწერა, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ სხვა პაციენტების ფოტოსურათებზე არსებული აღწერის იდენტურია", - აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ ინფორმაციის განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა მინიჭებული და არც დავალებული სამედიცინო დაწესებულების მხრიდან.

სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემების დაცვისთვის, ასევე სამედიცინო პროფესიისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების, მათ შორის, რინოპლასტიკის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნების, მით უფრო ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროების საკითხისადმი. ამასთან, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს ავალდებულებს დაიცვას მონაცემთა დამუშავების კანონით განსაზღვრული პრინციპი - დაამუშაოს მონაცემთა სუბიექტის ნამდვილი და ზუსტი მონაცემები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ექიმის მიერ პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოზე არსებული ტექსტი არ მიემართებოდა პაციენტს, იგი არ იყო ნამდვილი და ზუსტი.

პაციენტის (განმცხადებლის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასაჯაროებისა და პაციენტის მონაცემების დამუშავებისას კანონით დადგენილი პრინციპის დარღვევისთვის (პაციენტის არაზუსტი მონაცემების დამუშავებისთვის), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42