საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, განიკურნა კიდევ ორი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში მასთან ერთად იმყოფებოდა - ინეზა კოპალეიშვილი და სასულიერო პირი.
"ასეთი წრეა - გადარჩები თუ გადაარჩენ : მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში!!!!!
ვიტალის ვტოვებთ ახალი პაციენტების გადასარჩენად რამოდენიმე დღით, ეგ ისედაც გვიან შემოვიდა და ეკუთვნის პოსტზე დგომა!
ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ- ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!!!!!
ვსუნთქავთ!!!! ცოცხლები ვართ ხალხნო თქვენ გენაცვალეთ!!!!
რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენს ექიმებს და პერსონალ ქედს ვუხრით! გულიკო ქილიფთარი! ნანა მელიქიშვილი! მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს. გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ,"-წერს თამუნა თანდარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები