
ვითარება ავღანეთში - ქაბულის აეროპორტში, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიას თვითმხილველებმა მიაწოდეს.
ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ძალაუფლება თალიბებმა აიღეს.
თუმცა, უცნობია, აეროპორტში ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით დაიხოცნენ თუ ჭყლეტის დროს.
თვითმხილველები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათ ცხედრები ნახეს.
მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე სრული კონტროლი დაამყარა, ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ.
ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია.
ქვეყანაში საქართველოს 22 მოქალაქეც იმყოფება. მათ ჩამოსაყვანად საქართველო თვითმფრინავს გზავნის.
თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ გუშინ, 15 აგვისტოს აიღო.
ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები


