ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას სპეციალურ ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ ექიმი მათ აცრაზე უარს ეუბნება, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ მოქალაქეს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება, ზოგ შემთხვევაში კი უარი არსებულ პროტოკოლს არ შეესაბამება.
"ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები