ძმებ გამყრელიძეების დედაც გარდაიცვალა: "დედისა და შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით"
COVID-19 - 14:15, 16 Aug, 2021     2152

ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით დათო და ზურა გამყრელიძეების დედაც გარდაიცვალა.

"ნიუპოსტი" მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„დედაც წავიდა!.. სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი: ,,როცა დედა თვალსა გაახელს, შვილებს მოიკითხავს"!.. არ მოხდა ასე! დათოს და ზურას შეუერთდა მარადისობაში. სიტყვები უძლურია, ემოციებისგან დავიცალეთ ყველა, ვინც ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სტრესს გავდივართ - კოვიდთან ბრძოლის, სიკვდილ-სიცოცხლის სტრესს! დაიმსხვრა ლამაზი ოჯახი თავისი ბიოგრაფიით, რომელიც შეიძლება გარედან ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ შიგნით, ახლობელთა და ოჯახის წევრებისთვის ბედნიერებას ასხივებდა: ზურა და დათო, უმამოდ გაზრდილები, მაგრამ საოცრად კარგი დედის ასევე გამორჩეული შვილები! ზურა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, ნიჭიერი, ღრმა და სუფთა, კარგი ძმა და მეგობარი, ყველას გვერდში მდგომი, როგორსაც ისურვებდით მეგობრად, ნათესავად ან უბრალოდ, ნაცნობად! ასეთივე იყო დათოც, ზუსტად ასეთი - ერთგული და უღალატო ბიჭი... მადლობა თქვენ ამ სიკარგისთვის, დაგვიანებული მადლობა! ერთმანეთი გაიტანეს ცხოვრებაში და სიკვდილშიც კი!.. კარგი ქართველები დავკარგეთ! დედა-შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით, ამიტომ ახლობლები იძულებული გახდნენ, დედის საფლავი შვილებისგან მოშორებით გაეჭრათ! კიდევ ერთი სტრესი! ამ ტრაგედიის მიღმა არის უფროსი ძმა სოსო, საყრდენგამოცლილი და მხრებჩამოყრილი - მოულოდნელად დედის და ძმების გარეშე დარჩენილი. არყოფნამ გამყრელიძეების ოჯახში დიდი შავი წერტილი დასვა, სახელად ,,კოვიდი"! ასეთ ფონზე აზრს კარგავს მოწოდება, რომ ავიცრათ, ეს უკვე ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობით შეიძლება გავწიროთ თავი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი და შესაძლოა, სრულიად უცნობი ადამიანიც კი! არ ვიცით, ვის რა ბრძოლა გველის გადარჩენისთვის, ვის გაუმართლებს, ვის - ვეღარ!", - წერს მარი ჩიტაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42