მომღერალი გია სურამელაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ მის სიყვარულზე საუბრობს. იგი იხსენებს დეტალებს, თუ რა გახდა მათ შორის დაძაბულობის მიზეზი.
ამონარიდი ინტერვიუდან:
ოფიციალურად კიდევ არ ვართ დაშლილები, მაგრამ მე აღარ მივწერ. ალბათ, თვითონ მომწერს, როცა თავში „დაარტყამს“. ფსიქოლოგიურად ძალიან დავიღალე. გავიყინე.
– ცოტა ხნის წინ, გულის შეტევით რომ მოხვდი კლინიკაში. ეს თქვენს დაშორებას ხომ არ უკავშირდება?
– კი, ძალიან ბევრი დავლიე და განერვიულებულზე გულის შეტევით მოვხვდი კლინიკაში. მაშინ ჩემს მეგობართან დარეკა, რა დაემართა, ხომ მშვიდობააო? ჩემმა მეგობარმა გალანძღა – ყველაფერი შენ გამო მოხდაო. ამანაც დააკომპლექსა, მაგრამ იმის შემდეგ ნელ-ნელა დაიძრა ყველაფერი და დავიწყეთ მიმოწერა. ახლა მან უნდა გადმოდგას ნაბიჯი. ამ კვირაში ვერ მოვალო – ორი თვეა, არ გინახივარ და რა, არ მოგენატრე? აქ მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი? ადამიანი, რომელიც სულ თვალებში გყავს და რომელსაც სიზმრებში ხედავ, არ გინდა ნახო?! არც მე ვარ შოკოლადი. არ მინდა, ხელები მარტო მას შევახოცო, მეც ძალიან მძიმე ვარ. ერთხელ დავთვერი და საშინელი ლანძღვა-გინება ავტეხე. გაოგნებული იყო, ამ ანგელოზივით ადამიანს, საიდან ამოგდის ეგ სიტყვები. ამ სილამაზეს საიდან ეს სიბინძურე, გადარეული ვარო. განაგრძეთ კითხვა
მასალის გამოყენების პირობები