საველე ჰოსპიტლის ტიპის დაწესებულებებს ესაჭიროება შესაბამისი პროფესიონალები და არა ზოგადი პროფილის ექიმები, ესენი არიან სამხედრო ექიმები - დევი ტაბიძე
COVID-19 - 21:45, 15 Aug, 2021     2361

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალი წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ე.წ. სამედიცინო მომსახურების დიდ ობიექტს, სადაც პრაქტიკულად ყველა ტიპის მომსახურებაა გათვალისწინებული.

მისი თქმმით, ამ ტიპის დაწესებულებებს შესაბამისი პროფესიონალები სჭირდება. დევი ტაბიძის განმარტებით, საუბარია სამხედრო ექიმებზე.

„საველე ჰოსპიტალი არის სამხედრო დანიშნულების ე.წ. სამედიცინო მომსახურების დიდი ობიექტი, რომელშიც გათვალისწინებულია პრაქტიკულად ყველა ტიპის მომსახურება დაწყებული ქირურგიული, მწვავე, გადაუდებელი, ემერჯენსი, ასევე გათვალისწინებულია ინფექციური პათოლოგიებისთვის. ინფექციური პათოლოგიებისთვის პანდემიების დროს არის უკიდურესი ზომა, როდესაც იტვირთება ჯანდაცვის ჰოსპიტლები. რეალურად, ყველაზე მთავარი არის, რომ ამ ტიპის დაწესებულებებს ესაჭიროება შესაბამისი პროფესიონალები და არა ზოგადი პროფილის ექიმები. ესენი არიან სამხედრო სამსახურის მონაწილეები, მათ სამხედრო ექიმები ჰქვიათ.

დღეს ასეთი პროფილის ექიმები ძალიან ძნელი მოსაძებნია, მაგრამ გადაუდებელი სიტუაციებისა და მართვისთვის არიან სპეციალურად გადამზადებული ექიმები. სხვანაირად საველე ჰოსპიტლის მართვა წარმოუდგენელია, რადგან შესაძლებელია მოხდეს შიდა ე.წ. ნოზოკომიური ინფექციის გავრცელება. მაგალითად, პირველი ტალღის დროს ჩინეთმა დიდი ანგარი ააშენა და გარკვეულ პერიოდში, 35 დღეში ეს ანგარი დაშალეს, რადგან ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რაც ესაჭიროებოდათ. საველე პირობებში, მაგალითად პატარა ბარაკული ტიპის სისტემებში შესაძლებელია აცრების ჩატარება, ე.წ. ემერჯენსული დახმარებები, მაგრამ პანდემიური დაავადებით დასნებოვნებული პაციენტების მიღება ცოტა სირთულეს წარმოადგენს. იძულება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაა, როდესაც არ არის საწოლფონდი დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, იქნებ არ დაგვჭირდეს ასეთი ტიპის მომსახურება და თუ ყველა იქნება აცრილი, დაიცავს წესებს, მაშინ მივალთ იმ მოცემულობამდე, რომ ეს ყველაფერი კლებას დაიწყებს. კლების დასაწყისი ყველაზე მინიმუმ არის 3-4 კვირა. მე, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, მანამდე არც ერთ ვარიანტში კლებას არ ველოდები. რეკომენდაციებიდან მთავარი, პრინციპში ერთადერთი არის ის, რომ ყველამ ატაროს ნიღაბი და მივაღწიოთ საზოგადოებაში ნიღბის ტარების სულ მცირე 85-90%-იან მაჩვენებელს. სამხედრო ექიმებთან მიმართებაში, მათ მობილიზებას მოახდენენ. თავდაცვის სამინისტრო არათუ უნდა ჩაერთოს, არამედ ვალდებულია, რომ მისმა სამედიცინო სამსახურმა მართოს ეს ყველაფერი და არამარტო ჯანდაცვამ აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტაბიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42