გადაიხადეთ თიბისი ფეიზე 1000-ზე მეტი სერვისი საკომისიოს გარეშე
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:03, 15 Aug, 2021     1541

თიბისი ფეიზე საზაფხულო აქციაა. სწრაფი გადახდების სისტემაში ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე გადაიხდით. ეს აქცია 18 ივნისს დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციაა საჭირო, შემდეგ კი 1000-ზე მეტ სერვისს ყოველგვრი საკომისიოს გარეშე, სულ რამდენიმე წუთში გადაიხდით. თიბისი ფეიზე სხვა უამრავ საჭირო ფუნქციასაც აღმოაჩენთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის

დაგითვლიათ, საშუალოდ, თვეში რამდენი სახის გადახდას ასრულებთ? კომუნალური გადახდები, ტელევიზიის და ინტერნეტის დავალიანებები, მობილურის ბალანსის შევსება - ეს ის მინიმუმია, რომელთა გადახდაც ყველას უწევს. ამის გარდა, შესაძლოა დაგჭირდეთ ამანათის ჩამოტანის ღირებულების გადახდა, პარკირების ყიდვა, საპატრულო ჯარიმის დაფარვა, საბანკო თუ მიკროსაფინანსო სერვისების გადახდა და ა.შ. თუ აქამდე თითოეული გადახდისთვის ცალ-ცალკე საკომისიოს თანხაც უნდა დაგემატებინათ, ახლა თიბისი ფეიზე, აქციის ფარგლებში, ყველაფერს საკომისიოს გარეშე გადაიხდით. თანაც, ყველა სახის გადასახადს ერთ ადგილას, ერთ სივრცეში დაფარავთ.

თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სისტემა ყველგან ხელმისაწვდომია, სადაც ინტერნეტი გაქვთ. თუ ბრაუზერით გირჩევნიათ გადახდების შესრულება, შეგიძლიათ თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა გამოიყენოთ. ვებგვერდზე რეგისტრაცია სულ 1 წუთის საქმეა, ამის შემდეგ კი უამრავი საჭირო და სასარგებლო ფუნქციის გამოყენებას შეძლებთ, რითაც გადახდების შესრულებას ბევრად დააჩქარებთ და გაიმარტივებთ. მაგალითად, ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია:

· შექმნას ხშრად გამოყენებული სერვისების შაბლონები, სადაც ერთხელ შეიყვანს სააბონენტო ნომერს, მომდევნო ჯერზე გადახდას კი მარტივად, ერთი კლიკით შეასრულებს.

· ჩართოს დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია კომუნალური გადახდებისთვის. დაამახსოვრეთ თქვენი სააბონენტო ნომერი და მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება დავალიანების ასახვისთანავე.

· პირადი კაბინეტის საშუალებით ნებისმიერ დროს შეამოწმოს გადახდების ისტორია, რითაც უკეთ გააკონტროლებს დანახარჯებს.

· გადახდების შესრულებისას მიიღოს ელექტრონული ქვითარი, რაც მნიშვნელოვანია ონლაინ გადახდების დროს.

· ჩართოს ავტომატური გადახდები, რითაც შეძლებს ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში, კონკრეტული სერვისისთვის, წინასწარ მითითებული თანხის გადახდას.

თუ თქვენთვის გადახდების შესრულება მობილურით უფრო მოსახერხებელია, შეგიძლიათ თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია გამოიყენოთ, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის სისტემებისთვის. აპლიკაციის ინტერფეისი გათვლილია მობილური ტელეფონების ეკრანის ზომაზე და მისი გამოყენებით გადახდების შესრულება იოლი და მოსახერხებელია.

არ აქვს მნიშვნელობა საიდან აპირებთ გადახდების შესრულებას - ვებგვერდიდან თუ აპლიკაციიდან - თიბისი ფეის სისტემა ყველგან ერთია. ამ სივრცეში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციები. თიბისი ფეის სისტემაში იპოვით ყველაფერს, რისი გადახდაც გსურთ. მთავარია არ დაივიწყოთ, რომ 18 სექტემბრის ჩათვლით 1000-ზე მეტი სერვისის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

თუ გადახდების შესრულება სწრაფად, მარტივად და თანაც საკომისიოს გარეშე გსურთ, მაშინ ისღა დაგრჩენიათ ეწვიოთ თიბისი ფეის ვებგერდს და მონიშნოთ ყველა სერვისი, რის გადახდასაც აპირებთ. მომენტალური გადახდების სისტემის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფე და სიმარტივეა. თიბისი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42