"ძალიან მომენატრება შენთან ერთად სუნთქვა, ჩემო სიცოცხლე“ – ტრაგედია ანდრია გველესიანის ოჯახში
სოც.მედია - 19:26, 14 Aug, 2021     7080

მომღერალ ანდრია გველესიანს ოჯახის წევრი გარდაეცვალა.

მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ.

"ჩემი ბებო! ჩემი დედა – მამა, როგორც მთელი ბავშვობა ვეძახდი… ჩემი ცხოვრების მთავარმა სიყვარულმა დამტოვა… წლები ლეიკემიას ებრძოდა, თან ისე, რომ არ ამხელდა და ჩვენც სასტიკად გვიკრძალავდა ამ თემაზე საუბარს…

ბოლო ორი წელი ქიმიაზე იყო, თან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა… ყველამ იცის მისი სამაგალითო სიძლიერე, ვინც ოდნავ მაინც იცნობდა… სწორედ ამიტომ, კიდევ არ მჯერა მისი გარდაცვალების…

დიანას ვერაფერი ვერ მოერეოდა, ასე მეგონა… დრო იყო, მე მატარებდა ხელით და ბოლო დღეებში პირიქით მე მიწევდა მისი ხელით ტარება… ასე გავცვალეთ თითქოს როლები, მაგრამ მის ამაგს ვერასდროს ვერაფრით ვერ გადავიხდი.

მე-10 კლასის ჩათვლით მის გვერდით ვიწექი და ერთი ჰაერით ვსუნთქავდით… ერთხელ მთელი კლასის წინ თქვა, მე და ანდრიას დღემდე ერთ ოთახში გვძინავს და ერთი ჰაერით ვსუნთქავთო… ისე შემრცხვა, გავწითლდი და ცალყბად ვუთხარი, ბებო, უთხარი, რომ „ეს გადატანითი მნიშვნელობით-თქო…“

ძალიან მომენატრება შენთან ერთად სუნთქვა, ჩემო სიცოცხლე, ჩემო გამზრდელო და ჩემო ადამიანის ეტალონო…

სულ მეუბნებოდა, შენ გაამართლე ჩემი იმედებიო, ჰოდა, ბებო, ჯერ სად ხარ, დღეიდან ნახე, როგორ იამაყო ჩემი თითოეული ნაბიჯით. იმიტომ, რომ ყველას შენ მოგიძღვნი!!

უბრალოდ, მადლობა ყველაფრისთვის…” – წერს ანდრია გველესიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42