ექიმი გია მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმასრთავს , ვისაც არც აცრა უნდა და არც რეგულაციებს იცავს.
ექიმი წერს, რომ დაიღალა სამედიცინო პერსონალი და მალე ძალა სრულიად გამოეცლებათ. ხალხი კი არაფერს აკეთებს ეპიდსიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისთვის.
"მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს. რა გჭირთ? რა ჯიშისები ხართ?იცით თუ არა, რომ ამ შეზღუდვებმა რამდენიმე ასეული ადამიანი გადაარჩინა და მათ შორის შესაძლოა შენ, ან შენი მშობელი, ან შენი შვილი ან დედმამიშვილი. იცით რომ კლინიკებში ადგილები ფაქტობრივად აღარ არის. იცით რომ პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა. რადგან ჩვენც ადამიანები ვართ. ჩვენც ვიღლებით ფიზიკურადაც და უფრო მეტად ფსიქოლოგიურად.
მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ სად გაატაროთ დრო. ჩვენ კიდევ 24 საათი ეკიპირება ასხმულები ვცდილობთ თქვენს გადარჩენას. ჩვენც გვინდა დასვენება. დავიღალე შვილების მოტყუებით, რომ ზღვაზე ორ კვირაში წავალთ. არ დგება ეს ორი კვირა თქვენი წყალობით ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი და რომ დაავადდებით ყველაზე დიდი პრეტენზიებიც თქვენ გაქვთ” – წერს გია მღებრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები