აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ, ჩაუტარდებათ თუ არა დამატებითი საგამოცდო სესიები - მინისტრის განმარტება
საზოგადოება - 10:53, 14 Aug, 2021     1228

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, კორონავირუსის მიზეზით არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა.

"მოხარული ვარ, რომ წლევანდელი გამოცდები, გასული წლის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩატარდა. ჩვენი გუნდი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რათა საგამოცდო პროცესი ყოფილიყო უსაფრთხო და თითოეული აპლიკანტის ინტერესებზე მორგებული.

მიუხედავად პანდემიისა, ყველა აპლიკანტს მივეცით შესაძლებლობა, გამოცდებზე საკუთარი ცოდნა გამოევლინა. როგორც მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. საგანგებოდ მათთვის, ვისაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდა, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩავატარეთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, უსაფრთხო ვითარებაში წარიმართა.

მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ხოლო აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის მაძიებლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებაში“, -აღნიშნავს ჩხენკელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42