აკაკი წერეთლის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
საზოგადოება - 10:40, 14 Aug, 2021     1209

დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

სამუშაოები, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

„დიდუბის რაიონში მორიგი საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ეს არის „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. წერეთლის სკვერი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სრული განახლება მოხდა. დენდროლოგია მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები შეიცვალა და შეიქმნა კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. არსებული ტერიტორია, დაახლოებით, 10 000 კვ.მ-ია. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და მათით ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს. მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ მსგავსი სივრცეები ყველა რაიონსა და უბანში განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოები კომპანია „არბამ“ განახორციელა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42