საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები გვაქვს - ტიკარაძე
COVID-19 - 14:22, 13 Aug, 2021     1390

ჯანდაცვის მინიტსრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემა არსებობს. მისი თქმით, აღნიშNული პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება:

„ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით, გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები და ამისათვის ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრები გვქონდა და მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეკეთებინა იმ დამატებითი რესურსის მობილიზება, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ სხვა ტიპის სომატური პაციენტების უსაფრთხო მკურნალობა გვემართა. ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობითა და მუდმივი მონიტორინგით, რა თქმა უნდა, მუდმივად შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ, რაც შეეხება სხვა ქალაქებში გადაყვანას, - ეს პრობლემა დღის წესრიგიდან ალბათ არ მოიხსნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვითარება არამარტო ბათუმში სხვა რეგიონებშიც საკმაოდ მძიმედ დგას, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს გაძლიერებული ყველა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც თითოეულ პაციენტს ესაჭიროება და მივცეთ ადამიანებს, ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება ბათუმში და ზოგადად აჭარაში ექიმების პროფესიონალიზმს, ამაში ეჭვის შეტანა არ არის საფუძვლიანი. ვიცით, რომ ზოგადად საწოლფონდის და ჰოსპიტალური ქსელი აჭარაში, ყველაზე კარგად არის განვითარებული და აქ არის მობილიზებული ექიმების საკმარისი რაოდენობა და მნიშვნელოვანია, მივცეთ თავისუფალი მუშაობის საშუალება და ვენდოთ ბოლომდე, მათ პროფესიონალიზმს. დღესდღეობით მთავარი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ ექიმებს და არ მივცეთ სხვებს იმის საშუალება, რომ ექიმები სტრესულ გარემოში ჩააგდონ, რაც ბუნებრივია ხელს შეუშლის ყველა პაციენტის სამკურნალო პროცესს. ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ, რომ იყოს მობილიზებული საწოლფონდი და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ნამდვილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება ამისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42