დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ქვეყანაში კორონავირუსისთ გარდაცვლილთა ზრდის მატებას პროგნოზირებს. მისი თქმით, ადამიანები აღარ იცავენ წესებს და ინფიცირების მიუხედავად, გარეთ დადიან. იმნაძემ ასევე "დელტა" შტამზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის სხვა შტამებთან შედარებით, ყველაზე მეტად ჰგავს გაციებას, ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები ექნება, აუცილებალდ უნდა გაიტესტოს:
„სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“, - განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






