იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოზარდის გადასარჩენად თანხის შეგროვებას სთხოვს.
ოპერაციისთვის 45 000 დოლარი სჭირდება.
მისი თქმით, ერთ კვირაში შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს.
“ეს ჩვენი პაციენტის დედის, იზა ონიაშვილის პოსტია. სამშაბათს თურქეთში გიორგის ოპერაციისთვის უკვე ყველაფერი მზად ექნებათ, დღეს მისი სტამბულში ტრანსპორტირება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ერთ კვირაში კი შეიძლება უკვე გვიან იყოს. ოპერაციის თანხა არ არის ძალიან დიდი (45.000 დოლარი), რომ მისი შეგროვება ყველამ ერთად ვერ მოვახერხოთ. 50-100 ლარი არ გაგვაღარიბებს, ამ უბრალო ოჯახისთვის გაღებული სიკეთე კი ნამდვილად გაგვამდიდრებს.
სულ ოთხი დღეღა გვაქვს დარჩენილი!
Iza Oniashvili
ეს საოცარი ბიჭი 10 წლის გიორგია. გიორგის დიაგნოზი (მძიმე მოძრაობითი აშლილობა) აღარ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას და საჭიროებს სასწრაფო ნეიროქირურგიულ ოპერაციას (თავის ტვინის ღრმა სტიმულაციას), რომელიც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენ საზოგადოების და კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე ამ ოპერაციის გაკეთებას ვერ შევძლებთ.მოგმართავთ თხოვნით მცირე წვლილი შეიტანოთ გიოს სიცოცხლის გადარჩენაში.
#გიორგისთვის
საქართველოს ბანკი:GE41BG0000000365961381
მიმღები:ალბერტი ონიკაშვილი.
თიბისი ბანკი: GE19თB7587845061100057
მიმღები:ალბერტი ონიკაშვილი“,- წერს ივანე ჩხაიძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები