რამდენიმე საათი ცრემლებს ვერ ვიკავებდი... ძალიან მოხუცმა ბაბუამ არ იცის, რომ შვილიშვილი მოუკვდა, ვერ გადაიტანს ამ საშინელ ამბავს - ნიკა ქავთარაძე
სოც.მედია - 11:17, 13 Aug, 2021     4092

მსახიობი და იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ კორონავირუსმა მისი ახლო მეგობარი იმსხვერპლა:

"ზესტაფონში, ჩემს უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვიზრდებოდით ერთად.

რამდენიმე თაობა ვიყავით - ჩემხელა , ჩემზე 2 წლით პატარები და ცოტა უფრო პატარები. ყველა თაობაში მინიმუმ 10 ვიყავით. ხომ წარმოგიდგენით, რა ხმაურიანი, ჟრიამულით, ბავშვების კისკისით სავსე უბანში გავიზარდე.

ამ დიდ უბანში ყველას ყველა გვიყვარდა, და-ძმებივით ვიყავით, ყველგან მისვლა, ყველგან თამაში, ცხელი ხაჭაპურები, ბებია-ბაბუების სახელდახელოდ ჯიბიდან ამოღებული კანფეტები გველოდა.

მაგრამ იყო ერთი ოჯახი, მამია დუგლაძის ოჯახი. მამიას ცოლი თინა, მაჭავარიანის ქალი იყო, როგორც ჩემი ნორა. ერთი სოფლიდან იყვნენ, ლახუნდარიდან. ჩვენსავით ერთად გაზრდილებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სასწაული ხალხი იყო, საოცარი იუმორით. ვგიჟდებოდი მაგათთან მისვლაზე.

მაგრამ ბავშვები, რომლებიც დუგლაძეებში ცხოვრობდნენ ჩემზე პატარები იყვნენ, ჩემ ძმასთან ერთად იზრდებოდნენ. მაშინ ასაკში 5,6,7 წელრ განსხვავება, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ ფაქტიურად ჩვენ ვზრდიდით.

მამიას ორი შვილი ჰყავდა - ვალერი და თამილა. ვალერი ზესტაფონში ცხოვრობდა, თამილა თბილისში.

რაიონში ზაფხული დამატებით იმითაა კარგი, რომ თბილისიდან ბავშვები ბებია- ბაბუებთან ჩამოდიოდნენ არდადეგებზე.

ამ ოჯახშიც ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ძალიქნ ლამაზი, ძალიან ძალიან საყვარელი შვილიშვილი გოგა.

ამ სურათზე სწორედ გოგაა.

ეს საოცრად თბილი ბიჭი. მართლა ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვი.

ჩემზე 5 წლით იყო პატარა.

ძალიან მიყვარდა და იმას ძალიან ვუყვარდი.

გუშინწინ დილით გავიგე, რომ ეს საოცარი ბიჭი კოვიდმა მოკლა. რამდენიმე საათი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ყველაფერი მახსენდებოდა.

თავისი კოვიდიანი ბაბუა, მამია, წაუყვანია საავადმყოფოში და იქ შეეყარა ეს საშინელი ვირუსი. ბაბუა გამოჯანმრთელდა, გოგა გარდაიცვალა.

ძალიან მოხუცმა ბაბუამ არ იცის, რომ შვილიშვილი მოუკვდა. ვერ გადაიტანს ამ საშინელ ამბავს.

გოგა რამდენიმე დღეში 38 წლის გახდებოდა, რომ არა კოვიდი…

ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო პატარა ბიჭო, ჩემო პუტკუნა გოგა.

რამდენს უნდა გაუძლოს ჩვენმა გულმა, ჩვენმა ნერვებმა?!

აიცერით, ხალხო, აიცერით…." - წერს ქავთარაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42