"უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა" - თინა ხიდაშელი
საზოგადოება - 19:24, 12 Aug, 2021     4398

თინა ხიდაშელი, რომელმაც კორომავირუსი რამდენიმე თვის წინ დაამარცხა და მისგან დატოვებულ გვერდით მოვლენებს ახლაც ებრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებული ჩაიტარონ ვაქციანცია. ის წერს, რომ ამ ვითარებაში აცრა ერთადერთი გამოსავალია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მის კოვიდინფიცრების გამოცდილების შესახებ და შემდგომ დატოვებულ გართულებებზე წერს:


"ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.

არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან…

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.

რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.

ახლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

- ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის.

- ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.

- ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!" - წერს თინა ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42