გადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუგარში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების 90% დელტა შტამზე მოდის:
"ეპიდსიტუაცია რთულია არამარტო ჩვენთან, არამედ გლობალურად. ეს დაკავშირებულია ახალ მოცირკულირე შტამებთან. დღეს წინა პლანზე ყველგან გამოდის დელტა შტამი, ასევე დელტა+. მოგეხსენებათ, ვირუსი იბრძვის და არ არის გამორიცხული, სხვა სიურპრიზებიც დაუყენოს კაცობრიობას. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ცირკულაციას სხვადასხვა შტამებისა ქვეყანაში. ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებული თითქმის ყველა დადებითი შემთხვევის 90% მოდის დელტა შტამზე [ე.წ. ინდური შტამი]. დელტა შტამი მოგეხსენებათ ხასიათდება მეტი აგრესიულობით, მეტი გავრცობადობით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. სწორედ ამიტომ გვაქვს ინფექციის სერიოზული გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად" - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






