"ახლა ყველა, ეკლესიის წინამძღოლობით, მეცნიერების მხარეს უნდა დავდგეთ" - ირმა სოხაძე
სოც.მედია - 15:03, 12 Aug, 2021     1220
მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"წელიწადზე მეტია, ამ თემაზე აღარაფერი დამიწერია, ჩავთვალე, რომ კამათს აზრი არა აქვს. ან საერთოდ, რა დროს კამათია, საკამათოდ გვაქვს საქმე? არადა, კამათი - კი არა ერთმანეთის დაუნდობელი ლანძღვა - თითქოს თვითმიზნად გვექცა! რატომ, რა გვემართება მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩვენ თავს რას ვუკეთებთ, ამას თუ ვხედავთ? ბავშვები ხომ არ ვართ, ვერაფრით გავაცნობიეროთ ის კატასტროფა, რომლის პირისპირაც ვიმყოფებით? ყოველდღე 5000-ზე მეტი ადამიანი ავადდება და ამ დროს კიდევ აცრის გაუგებარი ბოროტების აგიტაცია შეიძლება? ახლა ყველა, ეკლესიის წინამძღოლობით, მეცნიერების მხარეს უნდა დავდგეთ, საველე ჰოსპიტლების აპოკალიპტურმა სურათმა მაინც შეგვაჩეროს! ყოველდღე 50-ზე მეტი ადამიანი გვეღუპება! და ამ დიდი და მზარდი მსხვერპლის ნახევარი სწორედ ამ ყოვლად უპასუხისმგებლო ანტივაქსერების სინდისზეა! რატომ იღებენ თავის თავზე ასეთ სამარცხვინო და მძიმე ტვირთს, ასეთ საშინელ ცოდვას, თანაც ღმერთის სახელით, ღმერთის არ ეშინიათ? რატომ ახლა მაინც, არ ერთიანდება ერი და ბერი ამ საშიში მტრის წინააღმდეგ, რა გვინდა მეგობრებო, გავჯიუტდეთ და გავწყვიტოთ ერის დიდი და ხშირად, საუკეთესო ნაწილი (რომ წარმოვიდგენ იმ საოცარ ადამიანებს, ვინც არ აიცრა ან აცრა ვერ მოასწრო და კოვიდს შეეწირა, გული მეკუმშება), თუ გავაცნობიეროთ რეალობა და მაქსიმალურად შევებრძოლოთ? ძალიან გთხოვთ, თუ თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი არ აიცრათ, აგიტაციას მაინც ნუ ეწევით და დამახინჯებული ფაქტების და საოცარი სიბნელის დემონსტრირებას ნუ მოახდენთ გაუგებარი ვიდეორგოლების გავრცელებით!

ძალიან გთხოვთ!!!" - წერს ირმა სოხაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42