ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს პირველად გააჟღერა საველე ჰოსპიტალების მოწყობის შესახებ და თქვა, რომ თუ მომდევნო ათი დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელმა არ დაიწყო კლება, დამატებითი სასტუმროების მობილიზება გახდება საჭირო და ასევე, განიხილავენ საველე გადაწყვეტილებას, რაც აქამდე არასდროს გამხდარა საჭირო:
"მდგომარეობა არის რა თქმა უნდა, დატვირთული, მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ანუ, ჯერ-ჯერობით, ამისი მართვა ხერხდება, თუმცა თუ გაგრძელდება მომდევნო 7-8-10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს კიდევ დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზებაც და ასევე მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტილება, რაც ჩვენ აქამდე არასოდეს არ გამოგვიყენებია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






