ახალი შემთხვევების მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია, ამის მიზეზია ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და დარჩენილი მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება - ცერცვაძე
COVID-19 - 22:25, 10 Aug, 2021     1906

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. ამის მიზეზი არის ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება:

"ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევის ძალიან დრამატული ზრდით. დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება. რამდენადაც მე ვიცი, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. რატომ მოხდა ეს? ამას ჩვენ სისტემატიურად ვიმეორებდით. ზოგს სჯეროდა, ზოგს არ სჯეროდა და ასეთი სამწუხარო შედეგი დადგა. ამის მიზეზი არის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი რეგულაციები, მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება. მხედველობაში მაქვს, რომ არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა გაბრძანდით და პრაქტიკულად არ ატარებენ პირბადეს.

ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მხრივ. თქვენ იცით, რომ ჯარიმები გაუქმდა, ეს გაკეთდა ჰუმანური მოსაზრებებით, რომ მოსახლეობა, რომელიც ისედაც პანდემიის პირობებში ეკონომიკურად შევიწროებული იყო, დამატებითი ტვირთი არ დასწოლოდა მათ, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრმა კარგად ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა და ისე კი არ მოიქცა, რომ მას აპატიეს პირბადის არ ტარება ან ხალხმრავალი შეკრება, ქორწილი. პირიქით ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება და ამ პრაქტიკას აგრძელებენ.

გუშინ მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები, რომელიც რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მაგრამ არა სერიოზულ შეზღუდვებს და არა" ლოკდაუნს", "ლოკდაუნი "გამორიცხულია. მთავარია კონტროლის გაძლიერება აღსრულების მექანიზმებზე, პირბადე ატარონ. სოციალური დისტანცირება დაიცვან და 10-ზე მეტი ადამიანი არ იყოს შეკრებილი. დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42