“შეძრული და გამწარებული ვარ!, კოვიდმა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა!.."ნუ გადადებთ, ხალხო, ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას – წადით, აიცერით." - გრძელიშვილი
COVID-19 - 19:45, 10 Aug, 2021     2148

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამწუხარო ინფორმაციას – მისი ახლობელი ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცი ახლახან კორონავირუსით გარდაიცვალა.

“გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ – კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა… მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს – ვინც ამ თუ იმ მიზეზის გამო ფეხს ითრევს ვაქცინაციაზე. ორი, ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, აცრასთან დაკავშირებით. სახელებს არ დავწერ, მაგრამ მენდეთ – ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ და რეალური ადამიანები არიან. ერთ შემთხვევაში კოვიდით გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა კაცი – ჩვენი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დარჩა შვილები და უამრავი კარგი საქმე, რომელიც წესით ღრმა სიბერემდე უნდა ეკეთებინა. ის არ იყო აცრილი. მეორე შემთხვევა – ასევე ჩემი, მეორე მეგობრის ოჯახს ეხება – დედა, დედამთილი და მამამთილი, 80 წელს გადაცილებული ხალხი, ქრონიკული დაავადებების ბუკეტით. მაგრამ ორჯერ აცრილები – სახლის პირობებში ასრულებენ კოვიდს. უსიმპტომოდ, მხოლოდ ალაგ-ალაგ დაბალი სიცხით. ნუ გადადებთ, ხალხო, ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას – წადით, აიცერით. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვაქცინით – აიცერით! მივმართავ ჩემს აცრილ სამეგობროსაც. – ჩვენ უნიათო და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომელსაც სააგიტაციო კამპანია ჯერაც არ დაუწყია. ამიტომ ჩვენს ახლობლებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – ველაპარაკოთ, მოვიწოდოთ, დავაჯეროთ, რომ არ ღირს ჯერ სიკვდილი" -წერს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42