ნოვა - საერთაშორისო ხარისხის წარმოება საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:26, 10 Aug, 2021     1703

მზარდი მოთხოვნისა და დეველოპერული სფეროს განვითარების პარალელურად, სამშენებლო-სარემონტო მასალების ინდუსტრია დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული დარგია. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის მწარმოებლებსა თუ მიმწოდებლებს პრინციპულად სხვა სტანდარტებზე გადასვლა და უახლესი ტენდენციების მიყოლა ესაჭიროებათ.

ამ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ზუსტად 10 წლის წინ ნოვას სამშენებლო მიმართულებით ახალი წარმოების ხაზები შექმნა და საკუთარი წარმოება დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი და მოიცავს: პოლიეთილენის ავზებს, სახურავის მასალებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებს, წლის ბარიერებსა და სხვადასხვა აქსესუარებს. რაც შეეხება ექსკლუზიურ წარმომადგენლობას, ნოვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO და BIEN.

ქართული პროდუქტის წარმოების გამოწვევებზე, სირთულეებსა და სიახლეებზე ალექსანდრე მეხრიშვილი - “ნოვას” ლოგისტიკისა და წარმოების დირექტორი საუბრობს.

- რას ნიშნავს წარმოების ხაზი კომპანია “ნოვასთვის” და რა გამოწვევებთან გამკლავება მოგიწიათ?

მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, წარმოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და ამ მიმართულებით, კომპანია ნოვაც საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. თუკი უწინ, წარწერა - „დამზადებულია საქართველოში“ მომხმარებლის კეთილგანწყობას ვერ იმსახურებდა და ხშირად უნდობლობითაც სარგებლობდა, დღეს ეს ტენდენცია პოზიტიური დინამიკით ვითარდება. ადამიანებს საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც იგი მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის მატარებელია, გამორჩეულად იზიდავთ.

რა თქმა უნდა, რთული იყო არაფრისგან წარმოების სტანდარტის შექმნა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი ბაზარზე უალტერნატივოა და ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. “ნოვას” ნიშანი უკვე ხარისხის გარანტიაა და გვყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებისგანაც მხოლოდ საუკეთესო ნედლეულს ვიღებთ.

- რამდენი დასახელების და კონკრეტულად რა ტიპის პროდუქტს აწარმოებთ?

დღეს ნოვას საწარმოებში მზადდება 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტი რამდენიმე მიმართულებით, ესენია: პოლიეთილენის ნაწარმი, სახურავი და გარე ფასადი, თითოეული მიმართულება იხვეწება, იზრდება ასორტიმენტი, ვითარდება და ერგება მომხმარებლების სურვილებსა თუ მოთხოვნებს.

- რა სიახლეებია კომპანიაში წარმოების მიმართულებით?

ჩვენ დავამატეთ ახალი პროდუქცია თითქმის ყველა მიმართულებით. თუ აქამდე პოლიეთილენის ხაზში ძირითადად მსგავსი დანიშნულების ავზებს ვამზადებდით, დღეს მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნაგავშემკრები კონტეინერები, საკომუნიკაციო ჭები და სეპტიკური მიწის ავზები.

რაც შეეხება სახურავებს, ნოვაში შეიქმნა სრულიად ახალი სახურავი - მოდერნი, მეტალოკრამიტი ორმაგი ჩამკეტით.

სახურავების ხაზში მოდერნთან ერთად დავამატეთ ნოვა კლასიკის ოთხი, საკმაოდ დახვეწილი ფორმა: სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებური. მსგავსი ტიპის გადახურვები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად გვხვდება, თუმცა ევროპაში მსგავსი ექსტერიერი საკმაოდ პოპულარულია.

კიდევ ერთი აქტიური მიმართულება ნოვაში წარმოების კუთხით გარე ფასადებია. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ღობეების არჩევანი, ქართველ მომხმარებელს შეუძლია თანამედროვე, ყველაზე პოპულარული ექსტერიერის ატრიბუტის - „საიდინგის“ ფასადი შეიძინოს. საიდინგები ინოვაციაა საქართველოში, თუ იშვიათ გამონაკლისებსა და კერძო შეკვეთებს არ განვიხილავთ.

- როგორია ნოვას ხედვა და სამომავლო გეგმები?

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემია საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მთელი ბიზნესსექტორისთვის, ჩვენმა კომპანიამ მოახერხა, რომ გაეზარდა პროდუქტების არჩევანი და რაოდენობა. ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა და დაგვეხვეწა ყველა წარმოების ხაზი, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო უამრავი პროდუქტი, რომელსაც ქართული ბაზარი არ სთავაზობს.

საბოლოო ჯამში, კომპანიის მიზანი უცვლელია გააერთიანოს ყველაფერი ერთი სახურავის ქვეშ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42