ჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:28, 10 Aug, 2021     1210

თბილისის განვითარების ფონდი სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ სივრცეში, სადაც ახლა რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია, მათი გაერთიანების შემდეგ კი ეს სივრცე იყო დარჩენილი, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, დაახლოებით, 6 000 კვ.მ ფართობის განახლების გადაწყვეტილება მივიღეთ. ესეც მთლიანობაში შეკრავს დიდ სივრცეს - პარკს, სანაპიროს და ის ყველანაირად იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და განათებული. ტერიტორიაზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა. ასევე, ნახატებით მოვაჭრეებისთვის მოეწყობა შესაბამისი კუთხეები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმიანობა განაგრძონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საყრდენი კედლის გამაგრება, რესტავრაცია და მოპირკეთება; გამწვანების თარგების მოწყობა; დეკორატიული სანათების მონტაჟი; ახალი გარე განათების ბოძებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები; სარწყავი სისტემის მოწყობა; უსაფრთხოების ქსელისა და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სისტემების მონტაჟი; მხატვრებისთვის განკუთვნილი სავაჭრო სტენდების მოწყობა; საფეხმავლო სივრცის კეთილმოწყობა.

სამუშაოების ღირებულება 1 349 916 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის 20 სექტემბრისთვის იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42