მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოციალურ ქსელში ბათუმში გამართული კონცერტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.
უკვე 2 დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ლელას კონცერტის თემას.
მამულიჩა სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ.
პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…..
ზაფხული იმუშავეთო ღია სივრცეებშიო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე,( შოუბიზნესს ვგულისხმობ) მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.
ახლა ისევ გაგვხსნეს, აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო, ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ რომ ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობასა, რაც მთავარია წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი, იმიტომ რომ გვემუშავა, და დღეს ხელს იშვერთ ზოგ ზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე???
არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა, და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე, რეგიონებში, რესტორნებში.
ტურისტები, ყალბი კოვიდ პასპორტებით, უამრავი.
ბოდიში ეს მე უნდა დავარეგულირო?
დავიწყო მეც ლანძღვა გინება?
მოდით, ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას…. არ გინდათ აიცრათ…. მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა….
თან კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ, მთავრობის დაფინანსებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ ასე არ გამოვა
ვინმეს თუ ჰგონია რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით, და ამიტომ ავიცერი, აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ ჩვენ თავი…
ჩვენი პროფესიაა ეს ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები, და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ.
თქვენ ხომ მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს? შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს მამულიჩა.
მასალის გამოყენების პირობები