გამოვცადე საძაგელი უმწეობა, როცა შენ ხელში არაფერია, ვერაფერს მართავ, უიარაღო ხარ და არაფერი გიცავს - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 22:32, 09 Aug, 2021     2031
ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის ამბებს იხსენებს.

"2008-შიც ამ დროს რაჭაში ვიყავი და გამოვცადე საძაგელი უმწეობა, როცა შენ ხელში არაფერია, ვერაფერს მართავ, უიარაღო ხარ და არაფერი გიცავს და ისღა შეგიძლია ირგვლივმყოფებისთვის იხუმრო, იხუმრო, გაუჩერებლად იხუმრო, არა იმიტომ, რომ რამე სასაცილოა, არამედ უკადრისობ სიკვდილის ცხოველურ შიშს. და რაც უფრო გეზიზღება, კი არ გძულს, ტარაკანასავით გეზიზღება მტერი, მით უფრო უკადრისობ ოდნავ შიშსაც კი.

ცხინვალი აქვეა და თვითმფრინავები ხეებს ედებოდნენ ჩემ ეზოში. მარტო მე არ ვხუმრობდი, ნიკოც ხუმრობდა და მისი მეგობარი თორნიკეც, - თვითმფრინავის გამოჩენაზე კინოებში ნანახი ილეთების გათამაშებას იწყებდნენ, მიწაზე კოტრიალს, ბუჩქებიდან "ქვემეხების" დამიზნებას. მხიარული, 15 წლის მოზარდები იყვნენ მაშინ. არც 11 წლის ეკას და მის მეგობარ ნუკას ეშინოდათ. რადგან ირაკლიმ, რომელიც ნიუ იორკიდან გვირეკავდა, გვითხრა, ღამით რუსული თვითმფრინავები ვერ დაფრინავენ, იძინეთო და დღისით, როცა დაბლა არიან, არ ბომბავენო, მაღლა როცა იყვნენ, მხოლოდ მაშინ ავმოძრავდებოდით ხოლმე. გოგოებს დედაჩემი ჩაყავდათ სარდაფში, სანამ მას არ მოუვლიდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ. სარდაფში დამალვაც რა სასაცილოა, როცა თითო ბომბი 500 კილო მაინცაა, მაგრამ ნამსხვრევს მაინც დავემალებოდით.

ხოდა სანამ უკანასკნელი რუსული ტანკი არ გავა საქართველოდან, გთხოვთ სხვაგან გაუხვიოთ, ვინც ახლა ბევრი სიბრძნის დასაწერად მოემზადება, მაგალითად, ასეთის, - როგორ არ ვუყვარდით შაჰ აბასს 17-ე საუკუნეში. ბაბუაჩვენების ბაბუაჩვენების ბაბუაჩვენები როცა მას ებრძოდნენ, წინა საუკუნეების მტრებს არ ადარებდნენ, დარწმუნებული ვარ, თორემ სხვანაირად რომ ყოფილიყო, თქვენი/ჩვენი სახსენებელი არ იქნებოდა ახლა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42