ეს იყო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სიკეთის კეთებაზე იყო ორიენტირებული, ახლა კი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია -სოფო ჯაფარიძე
სოც.მედია - 15:35, 09 Aug, 2021     1602

"მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ფეისბუკ-ჯგუფი "მედგიდი", სადაც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა რჩევას პროფესიონალი ექიმები აძლევდნენ, მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაიბლოკა:

"მეგობრებო, ძალიან სამწუხარო მოცემულობა უნდა გაგაცნოთ - ჯგუფი მედგიდი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია.

ჯგუფი აერთიანებდა 103,000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი - მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი „მედგიდი“ რჩებოდათ, რომელიც ფაქტობრივად დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.

ფაქტობრივად 1 წელია „მედგიდი“ 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო - დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე.

ზემოთხსენებულის შედეგად, ჩემთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ადამიანების გარკვეული ჯგუფი მიზნად ისახავდეს ჯგუფის დისფუნქციას. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ბოროტი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებიც კეთილ საქმესაც კი ნებისმიერი გზით აფერხებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ნებისმიერ დარგში ადამიანები პოლარიზებულები არიან!

ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ გამოვკვეთო, რომ ეს იყო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სიკეთის კეთებაზე იყო ორიენტირებული, თანაც სრულიად უანგაროდ", - წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42