უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების ფუნქციონირება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ისევ აკრძალულია და მთავრობა ამ რეგულაციას ამჯერად კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებს. გარდა ამისა, აკრძალულია დაბადების დღეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა:
“აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიექტი დაილუქება“, - განაცხადა ღიბრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






