უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება. ღიბრაძის განმარტებით, აღნიშNული რეგულაციები ეპიდსიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე გახდა საჭირო:
„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა ღიბრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






