წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა სრულდება
საზოგადოება - 20:53, 08 Aug, 2021     1808

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცისა და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან გაეცნო.

„წყნეთის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, საბავშვო ატრაქციონებისა და დასასვენებელი ზონის მოწყობა დავიწყეთ. ეს არის ადგილი, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა. აქ, სამწუხაროდ, გაყოლებაზე გვაქვს ტერიტორიები, რომლებიც წლების წინ გასხვისებული იყო. გადავწყვიტეთ, ამ სივრცეში ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოგვეწყო, რადგან პროექტის განხორციელებას ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა. სამუშაოების მთლიანად დასრულებას, დაახლოებით, ათი დღე დასჭირდება და უკვე ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ეს სივრცე გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის თანახმად, 1 800-მდე კვ.მ ფართობის სივრცეში საბავშვო-გასართობი ატრაქციონები განთავსდა. სხვადასხვა სახის ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაში გადანაწილდა. ასევე, დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, მოეწყო სავალი ბილიკები, განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანიც მოეწყო, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა.

დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „გია ქონსტრაქშენი“ აწარმოებს, 560 000 ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ასევე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42