ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ასევე ექიმების მდგომარეობაც, რომლებიც წელიწადნახევარია დატვირთულ რეჟიმში მუსაობენ:
"ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დადგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმის და შესაბამისად, თავს შევიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან ინფექციის გავრცელების პროცესში", - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






