არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), რომელიც 15 წლის ლუკა სირძის ოჯახის უფლებებს იცავს, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.
როგორც უფლებადამცველმი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, ჩოლოიანის გამოშვება ნებისმიერი დანაშაულის წაქეზებაა, რომელიც სამართალდამცველმა შეიძლება ჩაიდინოს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო:
"ეს არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულის, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინოს ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ და ისინი დაუსჯელები დარჩნენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სამართლიანი სასამართლო და რა თქმა უნდა, სასამართლო არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ, ეს ყველაფერი ჩვენ გვიჩენს ეჭვებს, რომ უბრალოდ ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, რომ ის საჩვენებლად ჩაესვათ და მალევე გათავისუფლებულიყო", - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები