გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა
საზოგადოება - 11:49, 05 Aug, 2021     1237

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნის და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა.

აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, დასასვენებელი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა, განთავსდა სასმელი წყლის შადრევანი და საქანელა სკამები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში, კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც, მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა, მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდა პროექტი, რის შემდეგაც, რაიონის გამგეობამ მოსასვენებლი სივრცე და მინი სპორტული მოედანი მოაწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 257 585 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ტურნირს, ჩემპიონატში - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირებული პირველი 16 გუნდი მონაწილეობს. ფეხბურთის ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი ოფებით) გაგრძელდება.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სავაჭრო ცენტრის ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრებს 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, მეორე ადგილზე გასულებს - 150-ლარიანი ვაუჩერები, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრებს 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. ასევე, დასახელდებიან სამ ნომინაციაში გამარჯვებულები: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი. ნომინაციებში გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.

ტურნირის ფინალი 15 აგვისტოს გაიმართება. შეჯიბრი პანდემიის დროს არსებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42