15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია.
ყოფილი გამომძიებელი უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა:
"მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება. კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერებას დაზარალებულ მხარესთან", - განაცხადა ჩოლოიანის ადვოკატმა.
ჩოლოიანი სასჯელს ლუკა სირაძის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა - მან ჩვენების მოსაპოვებლად მოზარზდე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები