საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:00, 04 Aug, 2021     1447

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი - 473.500 ლარს შეადგენს. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა. კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ ახდენს. მოცვზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კოოპერატივი სამაცივრე მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას, დამახარისხებელი და გადამამუშავებელი მოწყობილობების შეძენასა და პროდუქტის უკრაინის ბაზარზე გატანას გეგმავს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე წარმატებულად ვახორციელებთ საქმიანობას. ვეძებთ ახალ ბაზრებს, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მოცვის კრეფის პერიოდში 60-დან 150-მდე ადამიანს ვასაქმებთ. იქედან გამომდინარე რომ მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება, იმედი გვაქვს კიდევ ბევრ ადამიანს დავასაქმებთ“,-აცხადებს კოოპერატივის წარმომადგენელი, ჯამბულ დუმბაძე.

„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ბანკის ჩართულობით ქობულეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა. კოოპერატივის წარმატებული საქმიანობის შედეგად კი საჭირო გახდა სამაცივრე მეურნეობის შექმნა და ახლა უკვე გაფართოებაც კი. მოხარული ვართ რომ პროდუქტი არამარტო საქართველოში იყიდება, არამედ გადის ექსპორტზე უცხოეთში. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კოოპერატივს და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის გაძლიერებას“ , - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42