კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე: რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - აღდგენილი
საზოგადოება - 13:06, 04 Aug, 2021     1567

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე წარმოქმნილ მეწყრულ ზონაში აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - აღდგენილი. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა დეტალური ინფორმაცია თავისი მოადგილისგან ირაკლი ბენდელიანისგან მოისმინა.

„პირველადი ღონისძიებები უკვე გატარებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარედ არსებული სავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, იმ არეალში იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი, რომლის დაზიანდების გამო მოსახლეობას წყლის მიწოდების რამდენიმესაათიანი შეზღუდვა ჰქონდა, თუმცა, დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია. კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დაუყონებლივ უზრუნველყვეს მოსახლეობის წყალმომარაგება ალტერნატიული წყლის მილით. პირველივე წუთიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები არიან. ამჟამად იგეგმება, თუ რა მიმართულებით უნდა დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42