კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს - რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა ექსპერტიზაზე?
კრიმინალი - 11:22, 04 Aug, 2021     10025

კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს, ქეთი ჩხაიძეს, რომელიც სასჯელს დანაშაულის დაფარვისთვის იხდის, შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.

როგორც ჩხაიძის ჩვენებაში იყო ნათქვამი, გარდაცვლილმა თავის არეში დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. ექსპერტიკის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ მას აღნიშნული დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ღუნაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ქეთი ჩხაიძემ ცრუ ჩვენება მისცა და შესაძლოა, ის დანაშაულში თანამონაწილე იყო:

"ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, შავით თეთრზე წერია, რომ ნოდარ ღუნაშვილის მიმართ მიყენებული თავის არეში დაზიანებები სრულად გამორიცხავს ქეთევან ჩხაიძის მიცემულ ჩვენებას, რომ მან დაზიანებები მიიღო დავარდნის შედეგად ზედაპირზე. ქეთევან ჩხაიძე იყო თანამონაწილე მკვლელობის, თუმცა გამოძიება გრძელდება", - აცხადებს ადვოკატი.

თავის მხრივ, ჩხაიძის ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია და ბრალის დამძიმების მოლოდინი არ აქვს.

შეგახსენებთ, ნოდარ ღუნასვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე 14 მარტს იპოვნეს. მამაკაცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

გამოძიების შედეგად, პოლიციამ გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარი ზურაბ კახიშვილი სასტიკად ჩადენილი მკვლელლბის ბრალდებით დააკავა. დაკავებულია ღუნაშვილის ცოლიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42