საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება
საზოგადოება - 11:03, 04 Aug, 2021     1161

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს გადაეცემა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბინები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში - 20 ოჯახს, გლდანში - ათ ოჯახს, სამგორში - სამ ოჯახს, დიდუბეში - სამ ოჯახს, კრწანისის რაიონში - ორ ოჯახს, ხოლო ვაკის რაიონში მცხოვრებ ორ ოჯახს დაუკანონდება.

„ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 2 000-მდე ოჯახი გავახარეთ. დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცეთ საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, ათი ოჯახი - გლდანის რაიონში, სამი ოჯახი - სამგორის რაიონში, სამი ოჯახი - დიდუბის რაიონში, ორი ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო ორი ოჯახი - ვაკის რაიონში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და ანალოგიური პრობლემების მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სთხოვა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მათ სიხარულს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ - აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42