საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ლიტერატურული კამპუსები" მოეწყობა
საზოგადოება - 11:41, 03 Aug, 2021     1377

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები. ასევე, ნახონ ფილმები, ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ ახალი ინტერესები და მეგობრები.

კამპუსები თელავში მოეწყობა, მასში მონაწილეობას თბილისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი მიიღებს. პროექტის ფარგლებში დღეში ორ-ორი ლექცია ჩატარდება. სტუდენტებს ლიტერატურისა და კინოს შესახებ ესაუბრებიან მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ეკო დეისაძე, ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე, რეჟისორები უტა ბერაია, პაატა ციკოლია და კინომცოდნე, ნენო ქავთარაძე. საუბრების სპექტრი მოიცავს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ხელოვნებასაც.

„სტუდენტური კამპუსის“ მიზანია ქართველ სტუდენტებს სალიტერატურო პროცესებზე, ბოლო კვლევებსა და ტენდენციებზე მიაწოდოს ინფორმაცია და გაზარდოს მათი ინტერესი შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების მიმართ. პროექტში ჩართულობა შესაძლოა, სამომავლოდ განმსაზღვრელიც კი აღმოჩნდეს მათ მიერ პროფესიის ან სამუშაო მიმართულების არჩევისას. ჩვენი მიზანია, ბანაკიდან დაბრუნებულ სტუდენტს გავუღვივოთ ინტერესი გახდეს მკითხველი, სწორედ გაიაზროს წაკითხული ტექსტი თუ ნანახი ფილმი და გაუჩნდეს სურვილი, ყოველთვის ეძიოს ახალი შესაძლებლობები“, - აცხადებს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვუჭერთ მხარს. კამპუსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სფეროს წარმომადგენლებისგან შეიტყონ კიდევ უფრო მეტი კინოსა და ლიტერატურაზე, ჩაერთონ შემეცნებით და ჯგუფურ აქტივობებში და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები. საქართველოს ბანკის მიზანია ამ და სხვა პროექტებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობს მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42