"დაიწყო სკოლის დირექტორების და პედაგოგების ტერორის მორიგი ტალღა!" - ბაჩანა შენგელია
სოც.მედია - 22:50, 02 Aug, 2021     2425

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში ორ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ წინასაარჩევნოდ ზუგდიდში სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს ატერორებენ.

"დაიწყო ზუგდიდში სკოლის დირექტორების და პედაგოგების ტერორის მორიგი ტალღა!

უკვე იბარებენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს და თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობის სანაცვლოდ პირდებიან დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას 6 წლით, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლებით ემუქრებიან.ჯერ კიდევ შარშან ვთხოვდი ოპოზიციას, რომ მიექციათ ყურადღება, ახლა უკვე საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებას ვითხოვ და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას! ასე ყალბდება არჩევნები და არა უშალოდ არჩევნების დღეს, ეს წესით ოპოზიციას უნდა ესმოდეს!გასაგებია, ხელისუფლება კრიმინალებისგან შედგება, მაგრამ განათლების სისტემა დასაცავია და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, სანამ დროა და სანამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე არ შეუწირიათ."----

"უფრო მარტივად რომ ავხსნა: ,,ზოგადი განათლების'' შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობაზე ირჩევა 6 წლის ვადით. ვინაიდან დირექტორების კონკურსის წესით არჩევა/დანიშვნა დაიწყო 2007-2008 წლებში, უდიდეს უმრავლესობას დირექტორებისა (სულ საქართველოში 2300-ზე მეტი საჯარო სკოლაა) თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა 2020 წელს.2020 წლის აპრილში დანიშნული იყო დირექტორების კონკურსი, რომლის საფუძველზე უნდა აერჩიათ სკოლის დირექტორები. პანდემიის მიზეზით ეს კონკურსი გადაიდო და დღემდე არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შარშანაც და წელსაც ჩატარდა ეროვნული გამოცდები, სადაც მონაწილეთა მასშტაბი გაცილებით დიდია. ანუ ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო ამ კონკურსის ჩატარება შარშან ზაფხულში, ან წელს თუნდაც გაზაფხულზე.

რატომ არ დანიშნეს კონკურსი? პასუხი მარტივია, მათ კონკურსის ჩატარება არ აწყობდათ, რადგან ეს ბერკეტი გამოიყენეს წინასაარჩევნოდ. კერძოდ, მხოლოდ მათთვის სასურველი დირექტორები დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო არასასურველები მოიშორეს. მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლონ ახსნა-განმარტების გარეშე, რასაც ვერ იზამდნენ კონკურსით დანიშნული დირექტორების მიმართ.

ადგილობრივ არჩევნებზეც იყენებენ იგივე მექანიზმს, იბარებენ დირექტორებს, აძლევენ დავალებებს, ვინც შეასრულებს, არჩევნების მერე კონკურსის წესით დანიშნავენ, ვინც არ შეასრულებს დაატოვებინებენ თანამდებობას. დღეს ეს პროცესი დაიწყო ზუგდიდში.

რა არის გამოსავალი? საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდეს მორატორიუმი დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლებაზე წინასაარჩევნოდ და არჩევნებიდან მინიმუმ 6 თვე. აიკრძალოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა 6 თვეზე მეტი ვადით ზოგადად.თუმცა, საუკეთესო გამოსავალია ყველა დირექტორმა ისაუბროს ღიად ამ ზეწოლაზე, ისაუბროს მაქისმალურად ბევრმა და ერთად შევცვალოთ ეს მახინჯი პრაქტიკა,. მონობის ფასად არ ღირს არც ერთი თანამდებობა და მონის ფსიქოლოგიით გაზრდილი მომავალი თაობა ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სამოქალაქო გმირობის მაგალითები და მხოლოდ ასე შეგვიძლია ამ სიბნელის დამარცხება, რომელიც განათლების სახელით ქვეყანას უსპობს მომავალს!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42